რუსთავში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

0
1304

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით და რუსთავის მერიის მხარდაჭერით,, რუსთავში საერთაშორისო კონფერენცია თემაზე – ,,ღია მმართველობა ადგილობრივ დონეებზე – ქალაქები ქმედებაში“ გაიმართა. კონფერენცია რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ გახსნა. ქალაქის მერმა ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, რუსთავში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

პროგრამის ფარგლებში, რუსთავის თვითმმართველობაში შექმნილია სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, მერიის ინოვაციების ჰაბი, დანერგილია ელექტროული პეტიციის პრაქტიკა. პროექტის ფარგლებშივე წლის ბოლომდე, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, მუნიციპალიტეტის ახალი ოფისი მოეწყობა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა, მუნიციპალური სერვისებით სარგებლობას უფრო კომფორტულად შეძლებს. კონფერენციაზე, რუსთავში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია, რუსთავის მერის თანაშემწემ სტრატეგიული განვითარების საკითხებში, რევაზ ბარბაქაძემაც წარადგინა.

 

კონფერენციას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა, ევროპის ქვეყნების თვითმმართველობებისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

NO COMMENTS