ბოლნისის მუნიციპალიტეტში მორიგი დასუფთავების აქცია გაიმართა

0
1338

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი დასუფთავების აქცია მოეწყო.

სოფელ ჯავშანიანის ხევი ნარჩენებისგან გაიწმინდა. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა მერიის თანამშრომლებთან და შპს ,,კომუნალური მეურნეობის” წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.
,,დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მორიგი დასუფთავების აქცია გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ კომუნალური სამსახური ყოველდღიურად ზრუნავს მუნიციპალიტეტის სისუფთავეზე, არის გარკვეული ლოკაციები, სადაც სტიქიური ნაგავსაყრელები იქმნება და ჩვენც სწორედ ასეთ ადგილებს ვასუფთავებთ პერიოდულად. სუფთა გარემო არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და მსგავსი აქციები რა თქმა უნდა კვლავ გაგრძელდება”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ბუბა გობეჯიშვილმა.

NO COMMENTS