ზაფხულის განმავლობაში RMG მძიმე ტექნიკის ავტოპარკს სრულად განაახლებს.
თანამედროვე ტიპის უახლესი კარიერული თვითმცლელები RMG-იმ, მსოფლიოში უმსხვილესი სატვირთო ავტომობილების მწარმოებელი კომანიის ოფიციალური წარმომადგენლის ავტოტექნოსგან შეიძინა. მხარეებს შორის 2018 წლის დასაწყისში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად კომპანიის მძიმე ტექნიკის ავტოპარკს 24 ერთეული HOWO-ს ტიპის კარიერული თვითმცლელი შემატა.
ავტოპარკი შეივსო მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ბრენდის CATerpillar-ის ტიპის 2 ბულდოზერით და 2 ავტო-თვითმცლელით , ასევე 4 HITACHI-ს ტიპი ექსკავატორით.
მომწოდებლის ინფორმაციით, RMG-ის უსაფრთხოების მოთხოვნიდან გამომდინარე მანქანები აღჭურვილია უსაფრთხოების დამატებითი ტექნოლოგიებით. განსაკუთრებით გაძლიერებულია მნქანების სავალი ნაწილი, რადგან მათ მუდმივად მოუწევთ კარიერზე მოძრაობა.
„RMG-იმ განახორციელა მძიმე ტექნიკის ავტოპარკის სრული განახლება. შევიძინეთ 30 ერთეულზე მეტი თანამედროვე ტიპის კარიერული მძიმე ტექნიკა. კომპანიას პრიორიტეტი აღებული აქვს ადილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე. ავტოპარკის განახლება დამატებით 150-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნის საშუალებას მოგვცემს. ეს ყველაფერი კი ჩვენი რეგიონის და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რისთვისაც RMG-ის მთელი გუნდი 24 საათიან რეჟიმში დაუღალავად შრომობს.“ – განაცხადა RMG-ის წარმოების დირექტორმა სამთო-ტექნოლოგიურ დარგში კობა მენაბდიშვილმა.