ბოლნისის მერმა წარმატებულ სპორტსმენს მორიგი გამარჯვება მიულოცა

0
1402

22 წლის ბოლნისელმა ახალგაზრდა სპორტსმენმა ნოდარ ბერიანმა მორიგი წარმატება მოიპოვა. .
პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში ევროპის სტუდენტურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა და ძიუდოში, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში , ევროპის უნივერსიადა მოიგო.
„მთელი გულით ვულოცავ ნოდარს, მის ოჯახს და თითოეულ გულშემატკივარს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. მჯერა, საკუთარი შრომისა და თავდადების ხარჯზე, ნოდარი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს. ” – აღნიშნა დავით შერეზადაშილმა.
როგორც ბოლნისის მერიაში აცხადებენ,  ნოდარ ბერიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სტიპენდიანტია. ადგილობრივი თვითმმართველობა რამდენიმე წელია, წარმატებულ სპორტსმენებს, ყოველთვიურ სტიპენდიას ურიცხავს.

NO COMMENTS