ქვემო ქართლის გუბერნატორი და რუსთავის მერი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ

0
1502

ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ.

გრიგოლ ნემსაძემ და ირაკლი ტაბაღუამ მოადგილეებთან, ალექსანდრე მეტრეველთან და დავით კეკელიძესთან ერთად, თავდაპირველად მშვიდობის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.

აღნიშნული ქუჩა წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და მისი რეაბილიტაცია, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. 
მშვიდობის ქუჩაზე დღეისათვის სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ასფალტ/ბეტონის საფარი დაიგება.
პროექტს შპს ,,ჰერიო“ ახორციელებს და მისი ღირებულება 1 221 776 ლარია.

მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელი პირები, დღესვე მე-11 მიკრო რაიონში, სოციალური საცხოვრისის სამშენებლო სამუშაოებსა და გორის, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის ქუჩების ჩიხების, ვახუშტისა და იაღლუჯის ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნენ.

მე-11 მიკრო რაიონში მშენებარე სოციალური საცხოვრისი, 52 ოჯაზეა გათვლილი, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,სამება“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 824 439 ლარს შეადგენს.
გორის, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის ქუჩების ჩიხების, ვახუშტისა და იაღლუჯის ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,სამშენებლო კომპანია მაგისტრალი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 1 407 000 ლარია.

NO COMMENTS