ბოლნისში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დაწყებითი სკოლის ახალი შენობა აშენდა

    0
    1333

    მცირეკონტიგენტიანი სკოლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სოფელ ქვემო ბოლნისის N1 (ფოლადაურის) თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დაწყებითი სკოლის ახალი შენობა აშენდა.

    მიმდინარე პროექტი საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოინახულეს. სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.

    მშენებლობა სსიპ- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2018 წლის სამოქმედო გეგმით ხორციელდება.

    NO COMMENTS