ირაკლი ტაბაღუამ ბელორუსის ელჩს საქართველოში, მიხაილ მიატლიკოვს უმასპინძლა

0
1246

რუსთავი მერმა ირაკლი ტაბაღუამ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ბეგაძესთან ერთად, ბელორუსის ელჩს საქართველოში, მიხაილ მიატლიკოვს უმასპინძლა.

შეხვედრაზე, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე, მათ შორის რუსთავის დამეგობრებულ ქალაქ ჟოდინოსთან აქტიური ეკონომიკური ურთიერთობის დამყარებაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსთავში ბელორუსული ინვესტიციების განხორციელებას, როგორც მსუბუქ მრეწველობაში, ასევე ვაჭრობისა და ლიფტების რეკონსტრუქციის წარმოებაში.

,,პირველ რიგში მადლობა მინდა მოვახსენო ბელორუსის ელჩს საქართველოში, იმისათვის რომ ჩამოვიდა რუსთავში, რათა ადგილზე განგვეხილა და დაგვეგეგმა ის სტრატეგიული მიმართულებები, რა კუთხითაც მომავალში ურთიერთთანამშრომლობას წარვმართავთ. რამდენიმე თვის წინ, ბელორუსის ქალაქ ჟოდინოსა და რუსთავს შორის გაფორმდა დამეგობრების მემორანდუმი, რაც ორ ქალაქს შორის როგორც კულტურულ, სპორტულ, ასევე ეკონომიკურ და ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას ითვალისწინებს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

,, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჟოდინო და რუსთავი უკვე დამეგობრებულები არიან და ქალაქების ხელმძღვანელი პირების დონეზე, უკვე არის მათ შორის ურთიერთობა. რუსთავის მერთან შეხვედრაზე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ უკვე ჩვენმა ბიზნესმენებმა, მეწარმეებმა შეძლონ ერთმანეთთან კონტაქტის დამყარება და განახორციელონ ერთობლივი ბიზნესპროექტები, იმისათვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ბელორუსის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, მიხაილ მიატლიკოვმა.

რამდენიმე თვის წინ, ბელორუსის ქალაქ ჟოდინოსა და რუსთავს შორის გაფორმდა დამეგობრების მემორანდუმი, რომელიც სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს.

NO COMMENTS