კოსტავას გამზირზე ,,ინტერაქციული ბიჭუნა” დაბრუნდა

0
1264

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელ გეგი ლიპარტელიანთან ერთად, კოსტავას გამზირზე, განახლებული ,,ინტერაქციული ბიჭუნას’’ სკულპტურის დამონტაჟების პროცესს დაესწრო.

კოსტავას გამზირზე განთავსებული ქანდაკება, რამდენიმე თვის წინ, უცნობმა პირებმა დააზიანეს.
ავტორმა მანუჩარ ოქროსცვარიძემ საკუთარ ნამუშევარს რესტავრაცია ჩაუტარა, რის შემდეგაც სკულპტურა დღეს ხელახლა დამონტაჟდა კოსტავას გამზირზე.

,,ინტერაქციული ბიჭუნა’’ გასულ წელს, რუსთავში გამართული საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შეიქმნა.

NO COMMENTS