ქალაქ ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკს ახალი დეკორატიული ღობე ექნება

0
1323

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, ქალაქ ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკის დეკორატიული ღობის პროექტზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მსჯელობის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ
პარკის ცენტრალური შესასვლელის რეაბილიტაცია მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოხდება საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ხოლო პარკის დანარჩენი ნაწილი ახალი კედლით შემოიღობება, რაზეც ლედ-სანათები დამონტაჟდება.

NO COMMENTS