ინტერდისციპლინურ შემოქმედებითი გასეირნება ბოლნისში

0
1280

,,აღმოაჩინე ბოლნისი შემოქმედებითი გასეირნებით და 5 შეგრძნებით”,- ასე ერქვა ფესიტივალ ,,one caucasus”-ის ფარგლებში დაგეგმილ ერთ-ერთ აქტივობას, რომელიც ქალაქ ბოლნისში დღეს გაიმართა.

ინტერდისციპლინურ შემოქმედებით გასეირნებაში, ადგილობრივი საზოგადოებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოხალისე ხელოვანებთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც ჩაერთნენ.
ჯგუფებმა წინასწარ შერჩეული ლოკაციები გაიარეს, რითაც საშუალება მიეცათ სხვადასხვა აქტივობებში ჩართვით თავგადასავლების გმირები გამხდარიყვნენ.
ფესტივალ ,,One Caucasus”-ს ფოლადაურის ხეობა მასპინძლობს, სადაც 1 და 2 სექტემბერს დასკვნითი ღონისძიებები გაიმართება. ფესტივალს რამდენიმე ქვეყნის მუსიკოსები ესტუმრებიან.

NO COMMENTS