ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ რუსთაველ ქალბატონებს კიდევ ერთი სარვამარტო სიურპრიზი მოუწყვეს.
რეგიონის რწმუნებულმა და ქალაქის მერმა სუპერმარკეტ ,,მადაგონში’’ მყოფ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და ყვავილები გადასცეს.
სავაჭრო ცენტრში ანსამბლ ,,სალხინოს’’ მოცეკვავეთა მონაწილეობით ფლეშ-მობიც მოეწყო.