ბოლნისში საბაობისთვის ემზადებიან

„საბაობა 2019“ 22 ივნისს გაიმართება.

12:30 – ლიტერატურული მუზეუმის ეზოში მდებარე წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.
13:00 – ღონისძიების გახსნა, დავით შერაზადიშვილის მისალმება;
13:10 – საჯარო ლექციის კურსს სულხა-საბას შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე წარუძღვება.
16:00 – ქ. ბოლნისის კულტურის სახლში, თბილისის მერიის ბიგ-ბენდისა და „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართება.
თბილისის მერიის ბიგ-ბენდსა და ანსამბლ ,,ქართულ ხმრბს“ მრავალწლიანი შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებს. ეს ეტრთობლივი ტურნე პროექტ ,,Check in Georgia”-ს ფარგლებში იმართება. კონცერტი აერთიანებს ქართული ფოლკლორის, ქალაქური სიმღერების, ქართული საესტრადო და მსოფლიო ჰიტების საუკეთესო ნიმუშებს. პროექტის ძირითადი ამოცანაა რეგიონების გამოცოცხლება და საქართველოს ცნობადობის გაზრდა.

NO COMMENTS