საკანონმდებლო, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები სოფელ ხატისოფლის, ვანათის, სამტრედოსა და რაჭისუბნის მოსახლეობას შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ.

ამჯერად, გოგი მეშველიანი, შოთა რეხვიაშვილი, ბუბა გობეჯიშვილი და თამაზ ჟორჟოლიანი მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფარგლებში სოფელ ხატისოფლს, ვანათს, სამტრედოსა და რაჭისუბანს ესტუმრნენ.

საკანონმდებლო, ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ და მათ მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები.

NO COMMENTS