კოსტავას გამზირზე მიწისქვეშა კომუნაკაციების რეაბილიტაცია დაიწყო

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მოადგილე ბესიკ ტოგონიძესა და კომპანია ,,რუსთავის წყალის’’ გენერალური დირექტორის მოადგილე თემურ ჯანელიძესთან ერთად, კოსტავას გამზირზე მიწისქვეშა კომუნაკაციების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

სამუშაოები ,,რუსთავის წყალმა’’ დღეს დაიწყო და მის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება წყალსადენის სისტემა.

პარალელურად, კოსტავას გამზირზე საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია – დაზიანებული აივნების აღდგენა, დეკორატიული და ფუნქციური ელემენტების დამატება მიმდინარეობს.

კოსტავას გამზირზე ასევე დაგეგმილია გზის საფარის სრულად განახლება, ტროტუარების, გარე განათების სისტემისა და ველობილიკების მოწყობა. გაკეთდება გაზონები და მოხდება შუა გამყოფ ზოლზე სკვერის კეთილმოწყობა.

კოსტავას გამზირის სრული რეაბილიტაციისთვის, ჯამში 4 მლნ ლარი დაიხარჯება.

NO COMMENTS