მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფარგლებში, შეჭირვებული ოჯახების მიერ დასახელებული პრობლემები მოგვარდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქ ბოლნისში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ღია შეხვედრების ფარგლებში, მოქალაქეების საჭიროებების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღეს.

შეხვედრებზე რამდენიმე შეჭირვებულმა ოჯახმა დაზიანებული სახლის სახურავის შეკეთება ითხოვა, რასაც მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ოპერატიული რეაგირება მოჰყვა და ოჯახებს აღნიშნული პრობლემები მოუგვარდათ.

წელს მუნიციპალიტეტის მერიამ 29 შეჭირვებული ოჯახის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია განახორციელა. საცხოვრებელი სახლების შეკეთებისთვის ჯამში 287 000 ლარის ოდენობის თანხა გაიცა.

NO COMMENTS