რუსთავის 22 საჯარო სკოლაში, 1 700 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა

მიმდინარე წელს, რუსთავის 22 საჯარო სკოლაში, 1 700 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა. მათ შორის მოეწყო 7 შიდა და 4 გარე სპორტული მოედანი.

2020 წლისთვის, რუსთავის სკოლებში დამატებით კიდევ 3 000 000 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, პროექტები, მუნიციპალიტეტებმა წელს პირველად შეასრულეს. რეგიონის მასშტაბით რეაბილიტირდა 100 სკოლა, მიმდინარეობს 16 ახალის მშენებლობა.

NO COMMENTS