ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა დღეს მორიგი გამწვანების აქცია ჩაატარა. ე.წ. ,,სასროლეთის“ ტერიტორიასა და მომავლის ბაღში სხვადასხვა ჯიშის 800-მდე ნერგი დაირგო. გამწვანების აქციაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილესთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად მიიღო.
,,დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი გამწვანების აქცია ჩატარდა. რამდენიმე ლოკაციაზე საპნის ხის. ფშატის, ცაცხვის, ნეკერჩხლის, თრიმლისა და იფნის 800 ნერგი დაირგო. აღნიშნული ნერგების მოვლა-პატრონობას მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური უზრუნველყოფს. გარემოზე ზრუნვა ჩვენი პასუხისმგებლობაა და მომავალი წლის გაზაფხულიდან კვლავ განახლდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამწვანების აქციები”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS