პარლამენტში რუსთავის წინაშე არსებულ პრობლემებზე სამუშაოდ ინტერუწყებრივი ჯგუფი იქმნება

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი ქალაქ რუსთავის წინაშე არსებულ პრობლემებზე სამუშაოდ ინტერუწყებრივ ჯგუფს ქმნის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შევა ყველა ის უწყება, რომელიც აქტიურად ჩაერთვება რუსთავის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში. სამუშაო ჯგუფს კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უხელმძღვანელებს.

„ჯგუფის მუშაობაში, კომიტეტის წევრების გარდა, ჩაერთვებიან რუსთავის მერია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქონების მართვის სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ინტერუწყებრივი ჯგუფი პირველ შეხვედრას იანვრის ბოლო კვირაში გამართავს,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: ipn

NO COMMENTS