ჰაერის დაბინძურებაზე სანქციები მკაცრდება

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე სანქციების გამკაცრება და ჯარიმების გაზრდა იგეგმება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მუშაობა უკვე დაასრულა.

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების დარღვევისთვის, ჯარიმები ხუთი ათასიდან 45 ათასი ლარის ფარგლებში იქნება.

კანონში შესატან ცვლილებებს ჯერ მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ, რის შემდეგაც კანონპროექტი პარლამენტს გადაეგზავნება და სავარაუდოდ, დეპუტატები მას საგაზაფხულო სესიაზე განიხილავენ.

წყარო: imedinews.ge

NO COMMENTS