გოგი მეშველიანი და დავით შერაზადიშვილი მერთან არსებული ახალგაზრდობის საბჭოს ახალ შემადგენლობას შეხვდნენ

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, მერთან არსებული ახალგაზრდობის საბჭოს ახალ შემადგენლობას შეხვდნენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანთან ერთად, მერის სათათბირო ორგანოს, ახალგაზრდობის საბჭოს ახალ შემადგენლობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მერმა საბჭოს წევრებს სათათბირო ორგანოს მუშაობის სტრუქტურა, მიზნები და ამოცანები გააცნო. დავით შერაზადიშვილმა ახალგაზრდებს სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში დახმარება აღუთქვა და საბჭოს ახალ შემადგენლობას აქტიურ თანამშრომლობას დაჰირდა.

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენნაირ განათლებულ და წარმატებულ ახალგაზრდებთან თანამშრომლობა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობა ბოლნისის მუნიციპალიტეტს სასიკეთოდ წაადგება. ბოლნისის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევს ახალგაზრდებს, მათ საჭიროებებს. ამისი ნათელი მაგალითი მერის სათათბირო ორგანოა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის პოლიტიკის განხორციელებას. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პროცესში თქვენგან არაერთ საინტერესო ინიციატივიას მოვისმენ, რაც მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების გააქტიურებასა და მათ სხვადასხვა პროექტში ჩართულობას უზრუნველყოფს. ჩვენი მუნიციპალიტეტის სწრაფი განვითარების საწინდარი განათლებული ახალი თაობაა. სწორედ თქვენ ქმნით იმ აუცილებელ რესურსს, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობასა და წარმატებას განაპირობებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა თქვენი პოტენციალის განვითარებაა. ჩვენ ამ მიზნისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროგრამას ვახორციელებთ, სტუდენტებს ფინანსურად ვეხმარებით, წარმატებულ ახალგაზრდებს სტიპენდიას ვუნიშნავთ. ვცდილობთ ჩვენმა ახალგაზრდებმა საერთაშორისო გამოცდილებაც მიიღონ. ამიტომ მჯერა, რომ თქვენთან თანამშრომლობით მომავალში ბოლნისელი ახალგაზრდებისთვის არაერთ მნიშვნელოვან საკითხს მოვაგვარებთ და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის პროცესში მათი ჩართულობის მასშტაბს გავზრდით“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS