„დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული დმანისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე აინურ ელლაზოვამ მოიპოვა, ხოლო „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ – ბოლნისის N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ნიკოლოზ პაპუნაშვილი გახდა.
გამარჯვებულებს სამახსოვრო სიგელებთან ერთად, „არემჯისგან“ საჩუქრად პლანშეტები გადაეცათ.
რეგიონულ ტურში გამარჯვებულები, ზაფხულში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში მიიღებენ მონაწილეობას.