რუსთაველი მოცეკვავე ლისა ლიპარტელიანი, ბერძენ მეწყვილესთან კონსტანტინ კრატირასთან ერთად საბერძნეთის ჩემპიონატის „junior 2 latin” გამარჯვებული გახდა. წყვილი მაისში მსოფლიო ჩემპიონატზე საბერძნეთის სახელით მიიღებს მონაწილეობას.

სტუდია “არტ ლაინის” მოცეკვავე ლისა ლიპარტელიანი, წარმატებული სოლო კარიერის შემდეგ ბერძენ მოცეკვავესთან კონსტანტინ კრატირასთან შეწყვლდა.
ლისა ბერძნულმა კლუბმა „love 2 dance” ცოტა ხნის წინ მიიწვია კრატირასთან შესაწყვილებლად. წყვილმა ჩემპიონატის წინ, ფრანგ მწვრთნელთან, ფედერიკ მოსასთან გაიარა წვრთნა.



