რუსთავის მერია წარმატებულ სტუდენტებს მგზავრობის თანხას დაურიცხავს

რუსთაველ სტუდენტებს, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აქვთ სახელმწიფო გრანტი სრული ოდენობით და მათი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81-ს შეადგენს, სატრანსპორტო ხარჯების დასაფარად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად, 60 ლარით დაფინანსდებიან.

აღნიშნული საკითხი, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განიხილეს და კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით შემდგომი განხილვისთვის, საკრებულოს ბიუროს გადაეცა.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტები, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და:
ა)სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;
ბ)არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;
დახმარება მოიცავს თვეში ერთხელ 60 ლარის ოდენობას.
გამონაკლის წარმოადგენს დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ რუსთავის მერიას აქვს სწავლის დაფინანსების პროგრამაც.

სწავლის დაფინანსების ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული სტუდენტების, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), დაფიანნსების ოდენობა განისაზღვრება სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესაბამისად, კერძოდ 81 დან 90- ათ ქულამდე შეფასების მქონეს არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით, 90 დან 95 მდე ქულის მქონე სტდენტებს არაუმეტეს 1000 ლარით და 95 დან 100 ქულის ჩათვლით 1200 ლარით, სტუდენტებს უფინანსდებათ ერთი სასწავლო წლის გადასახადი არაუმეტეს ლიმიტით გასაზღვრული ოდენობისა. გამონაკლის წარმოადგენს დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.

NO COMMENTS