მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების პროდუქტებით მომარაგებას სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამართალდამცველებისა და მედიკოსები გარდა, სპეციალური ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც ამ მუნიციპალიტეტებს პროდუქტით მოამარაგებს.

„შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროდუქტებით მომარაგება, ისევე როგორც ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური შრომის, სასოფლო სამეურნეო პროდუქტების მარნეულის და ბოლნისის რეგიონიდან სხვა რეგიონებში გამოტანა.

ამას ყველაფერს დავალაგებთ ღამის განმავლობაში და დილით ყველაზე დიდი დისკომფორტი, რაც ჩვენს მოქალაქეებს მარნეულსა და ბოლნისში ექნებათ, მხოლოდ ის, რომ ვერ შეეძლებათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვება და მათ ესტუმებიან ადგილობრივი ხელისუფების წარმომადგენები და მათივე უბნის ექიმები, რომლებიც იზრუნებენ მათ ჯანმრთელობაზე“,- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადადის. მიზეზი ადგილობრივი ქალის კორონავირუსით ინფიცირებაა, რომელსაც, არსებული ინფორმაციით, 80-ზე მეტ პირთან ჰქონდა კონტაქტი, ის წლისთავზე იმყოფებოდა.

NO COMMENTS