ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ტესტირების სპეციალური პროგრამა დაიწყოს

როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას ადგილობრვი ხელისუფლების წარმომადგენლები და უბნის ექიმები გაუწევენ ზედამხედველობას.

პრემიერის ინფორმაციითვე, „ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ტესტირების სპეციალური პროგრამა დაიწყოს“.

„დღეის მდგომარეობით შექმნილია სპეციალური ჯგუფი არა მხოლოდ მედიკოსების, არამედ სამართალდამცველების, რომლებმაც ადგილზე სიწყნარე უნდა უზრუნველყონ.

ამას ყველაფერს დავალაგებთ ღამის განმავლობაში და დილით ყველაზე დიდი დისკომფორტი, რაც ჩვენს მოქალაქეებს მარნეულსა და ბოლნისში ექნებათ, მხოლოდ ის, რომ ვერ შეეძლებათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვება და მათ ესტუმებიან ადგილობრივი ხელისუფების წარმომადგენები და მათივე უბნის ექიმები, რომლებიც იზრუნებენ მათ ჯანმრთელობაზე“,- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადადის. მიზეზი ადგილობრივი ქალის კორონავირუსით ინფიცირებაა, რომელსაც, არსებული ინფორმაციით, 80-ზე მეტ პირთან ჰქონდა კონტაქტი, ის წლისთავზე იმყოფებოდა.

NO COMMENTS