არემჯის მხარდაჭერით WinExpo Georgia 2021-ზე ბოლნისელმა მეღვინეებმა საკუთარი ღვინოები წარადგინეს

არემჯის მხარდაჭერით, 30-31 ოქტომბერს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენაზე მეღვინეთა გაერთიანება  ღვინო ბოლნისი 26  მარნით და 36 სახეობის ღვინით იყო  წარმოდგენილი.

გამოფენის ფარგლებში ჩატარდა ღვინის საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც           ბოლნისურმა ღვინოებმა 21 მედალი მოიპოვეს. მათ შორის, უცხოელი და ქართველი ღვინის ექსპერტებისა და ენოლოგებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ  13 ბრინჯაოს, 7 ვერცხლისა და ერთიც ოქროს მედალოსანი ბოლნისური ღვინო გამოავლინა. საუკეთესო შეფასება წელს  ხმელოს მარნის 2019 წლის რქაწითელმა დაიმსახურა.

არემჯი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მეღვინეთა გაერთიანება ღვინო ბოლნისთან,  2018 წლიდან თანამშრომლობს.  კომპანია აქტიურად უწყობს ხელს გაერთიანებაში შემავალი მცირე ტიპის საოჯახო მარნების მდგრად განვითარებას და მათ პოპულარიზაციას, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

„დღევანდელი ღონისძიება არ არის პირველი, და რა თქმა უნდა არც უკანასკნელი იქნება, რომელსაც ბოლნისელ მეღვინეებთან ერთად ვახორციელებთ. აქტიურად ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას ბევრი მიმართულებით. ბოლნისში  მიმდინარეობს ქართულ-გერმანული ღვინის სახლის პროექტზე მუშაობა, რომელსაც ჩვენი დაკვეთით, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი ახორციელებს. ვფიქრობთ, რომ გაზაფხულზე დასრულდება მისი რესტავრაცია-რეაბილიტაცია და თითოეული აქ წარმოდგენილი  მარანი, მომავალ წელს უკვე ქართულ-გერმანული ღვინის სახლში შეძლებს საკუთარი ღვინის კვირეულის ან თუნდაც ბოლნისური ღვინოების ფესტივალის გამართვას.„ – განაცხადა არემჯის კორპორაციული დირექტორის მოადგილემ საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ირაკლი შატაკიშვილმა. 

მეღვინეთა გაერთიანება ღვინო ბოლნისი პირველ ეტაპზე მცირე ტიპის 15-მდე საოჯახო მარანს აერთიანებდა, დღეს გაერთიანებაში შემავალი მარნების რაოდენობა 35-მდეა გაზრდილი. 

WinExpo-ს მსგავს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, საუკეთესო შესაძლებლობაა ბოლნისელი მეღვინეებისათვის, მათი პროდუქციის პოპულარიზაციის, საერთაშორისო დონის ღვინის კონკურსში მონაწილეობისა და ახალი გამოცდილებისა და პარტნიორების მოძიების კუთხით. წელს გამოფენაზე 160-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია იყო წარმოდგენილი.

NO COMMENTS