ნინო ლაცაბიძე „ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პლატფორმა 2021” თემაზე გამართულ კონფერენციას დაესწრო

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, თბილისში, სასტუმრო “ბილტმორში” „ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პლატფორმა 2021” თემაზე გამართულ კონფერენციას დაესწრო

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა.

კონფერენციაზე, რუსთავს, როგორც სამოქალაქო ბიუჯეტის განმახორციელებელ მუნიციპალიტეტს, სერთიფიკატი გადაეცა.

კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, ორგანიზაციების: „პოლონეთის სოლიდარობის ფონდი საქართველოში“ (SFPL in GEO) და „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია” ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კონფერენციაზე დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა, ამ მხრივ არსებული გამოწვევები და წარმატებული ქეისები განიხილეს.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მერებმა და ფინანსური განყოფილებების ხელმძღვანელებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის მიერ.

NO COMMENTS