ნინო ლაცაბიძე – არასამთავრობო სექტორთან და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთობლივი მუშაობით შევძლებთ გამოვკვეთოთ ის საკითხები, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ ქალაქში

რეგიონული მედიის შემდეგ, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, რუსთავის მერმა მესამე სექტორთან გამართა, ნინო ლაცაბიძე ქალაქში მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების ერთობლივი განხილვის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის რუსთავის ოფისში გაიმართა, ნინო ლაცაბიძემ ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის შეკითხვებს უპასუხა.

„ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რაც რუსთაველებისთვის არის აქტუალური. საუბრისას გამოიკვეთა ახალგაზრდული პროექტების თემა, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ეკოლოგიაზე, სოციალური პროგრამების გაუმჯობესების გზებზე. ცოტა ხნის წინ ანალოგიური შეხვედრა რეგიონულ მედიასთანაც გვქონდა. ჩვენ გავაგრძელებთ მსგავს შეხვედრებს. ვფიქრობ, რომ არასამთავრობო სექტორთან და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთობლივი მუშაობით შევძლებთ გამოვკვეთოთ ის საკითხები, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ ქალაქში”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც მერიაში აცხადებენ, ნინო ლაცაბიძე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან გარკვეული პერიოდულობით სისტემატურად გამართავს.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY