„არემჯის’’, ,,ჯორჯიან თაიმსის’’ ბიზნესის ეროვნული ჯილდო – რეგიონში დასაქმების ხელშეწყობისა და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის გადაეცა

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის 22-ე   დაჯილდოებაზე ტრადიციულად, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა. წელს ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მფლობელი კომპანია „არემჯი“ გახდა. ბიზნეს რეიტინგის საზეიმო ცერემონიალზე “არემჯიმ“ ორ მთავარ ნომინაციაში: რეგიონში უმსხვილესი დამსაქმებელი და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის გადაეცა. 

ასევე კომპანიას გადაეცა, გარდამავალი ჯილდო, მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის. წელს უკვე მეორედ, არემჯი ფარული კენჭისყრის შედეგად მედიის რჩეული კომპანია გახდა.

,, „არემჯი“ საქართველოში უკვე მეათე წელია, რაც ოპერირებს. ჩვენ ვართ ქართული სამთო საქმის ლიდერი, რომელიც დღეს უკვე 3700-მდე ადამიანს და კომპანიასთან დაკავშირებულ 100-ზე მეტ კონტრაქტორ კომპანიას აერთიანებს. 2020 წლიდან დღემდე, ორი რთული, პანდემიური წლის მიუხედავად, კომპანიაში 740 ახალი თანამშრომელი დასაქმდა, რაც რეგიონის ეკონომიკის გაძლიერებას და მის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. დასაქმების ხეელშეწყობასთან ერთად, გარემოს დაცვა ჩვენი კომპანიისთვის ერთდროულად მთავარი გამოწვევა და პრიორიტეტია. სამთო საქმიანობისას გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე დასაყვანად და საუკეთესო ბალანსის უზრუნველსაყოფად, არემჯი 2018 წლიდან გარემოსდაცვით პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებში განსაზღვრული 100-მდე  გარემოსდაცვითი პროექტი თუ შემარბილებელი ღონისძიება უკვე შესრულებულია ‘’განაცხადა  არემჯის დირექტორის მოადგილემ HR საკითხებში, გიორგი ჩხეიძემ.

ბიზნეს რეიტინგის 22-ე  დაჯილდოებაზე, რომელიც ქალაქ თბილისის მერიისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით ტარდება, 26 საუკეთესო კომპანია და ბიზნესმენი გამოვლინდა. ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანი,  ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა და დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს – ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის არის. 

NO COMMENTS